სასწავლო პროექტების გეგმები და პრეზენტაციები
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი--თამილა ხარშილაძე
რაიონი---საჩხერე
სკოლა---ილია ჭავჭავაძის
სახელობის #2 საჯარო
სკოლა
ქალაქი--საჩხერე
თემის მონახაზი
თემის დასახელება:
„არაბეთიდან გულანშარომდე“. შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით.
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი-X
განხორციელების
დროის ჩარჩო--1 თვე. 2017 წლის 19 აპრილიდან2017
წლის 19 მაისამდე
თემის
შინაარსი
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სწავლისას
მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია
ნაწარმოებში დასახელებულმა ტოპონიმებმა: გულანშარო, მულღაზანზარი და ხატაეთი .გაჩნდა კითხვა :არსებობდა ასეთი ქვეყნები,
თუნდაც შორეულ წარსულში,
თუ ეს მხოლოდ
მწერლის ფანტაზიის ნაყოფი
იყო. მოსწავლეები ვარაუდობდნენ, რომ ცნობილი
ტოპონიმების: არაბეთისა და ინდოეთის გვერდით
მწერალი არ გამოიყენებდა
გამოგონილ ტოპონიმებს ,თუმცა პოემის
ტექსტი არ იძლევა
კითხვაზე პასუხს და საჭიროა
XII-XIII საუკუნეების გეოგრაფიული
რუკების, ლიტერატურის მკვლევართა და რუსთველოლოგების მოსაზრებათა
გაცნობა.
პროექტის აქტუალურობა-
საუკენეების შემდეგ
ძნელია ისტორიის რეალურად
გააზრება, დრო ხშირად მიჩქმალავს
მნიშვნელოვანს, ღირებულს.ივიწყებს იმას, რისი არდავიწყებაც
აუცილებელია.ამიტომ , მნიშვნელოვანია
ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტებისა და მხატვრული
ლიტერატურის ერთმანეთთან შედარება, ერთმანეთით შევსება, რომ რიალობას
პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.
პროექტის მიზნები-
მოსწავლეებში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ როლის გააზრება საქართველოსა
და მსოფლიო ისტორიისა
და გეოგრაფიის უკეთ აღსაქმელა.
შოთა რუსთაველის, როგორც მწერლისა
და ქვეყანათმცოდნის ღვაწლის
შეფასება.
პროექტზე მუშაობის
უნარ-ჩვევების განვითარება.
თემის საფუძვლები-
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები:
ქარ.X.3.მოსწავლეს შეუძლია აუდიტორიის
წინაშე მოხსენებით გამოსვლისას
გამოიყენოს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის
გასაძლიერებელი ხერხები;
4.მოსწავლეს შეუძლია
თანაკლასელთა ზეპირი მოხსენების
გაანალიზება და შეფასება;
7.მოსწავლეს შეუძლია
განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები:
*ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზი
პრობლემის გადასაჭრელად და
კითხვებზე პასუხის გასაცემად.
*იდეებისა და აზრების ნათლად
და ეფექტურად გამოხატვა
წერილობითა თუ სიტყვიერი
ფორმით.
*პასუხისმგებლობის გაზიარება
მუშაობის პროცესში.
*დავალების განსაზღვრა , პრიორიტეტების მინიჭება
და შესრულება პირდაპირი
ზედამხედველობის გარეშე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები:
მოსწავლეებს მივაწვდი
პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილ
ამოცანებს,რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია
თემის ფარგლებში და რომელთაც
მოსწავლეებმა თემის დამთავრების
შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი კითხვა-
*რა მისია აკისრია
მწერალს ისტორიის უკეთ აღსაქმელად?
თემატური კითხვები:
*რა მიზანს ემსახურება
შოთა რუსთაველი , როცა პოემაში მოქმედება
საქართველოდან აზიისა
და აფრიკის ქვეყნებში გადააქვს?
·
შეიძლება ვიფიქროთ, რომ
პოემის ზღაპრული შინაარსის
გაგრძელებაა
ისეთი ქვეყნების მოხსენიება, რომელთა არსებობა
საეჭვოა?
* დაუშვებთ თუ არა,
რომ გულანშარო, მულღაზანზარი და ხატაეთი სუ-
ლაც არაა
გამოგონილი ქვეყნები
და ისინი რეალურად
არსებობდნენ
შორეულ
წარსულში?
შინაარსობრივი
კითხვა:
* რა ინფორმაციას გვაწვდის
შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსანი“
XII-XIII საუკუნეების მსოფლიო - გეოგრაფიული თვალსაზრისით?
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ
წინასწარ შედგენილი
კითხვარის შევსება
|
ერთობლივი
მუშაობის დაკვირვების ფურცელი
|
სამოქმედო გეგმა, ერთობლივი მუშაობის
დაკვირვების ფურცელი
|
სასკოლო ესე
|
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეთა
მიერ საკითხის გაგებისათვის , წავახალისოთ მეტაკოგნიტური აზროვნება;
განვსაზღვროთ მოსწავლეების სწავლის
საჭიროებები შემდეგი ეტაპისათვის.
|
სქემის: „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ შევსება
|
ჯგუფური მუშაობის
რუბრიკა
|
კედლის გაზეთის
შეფასების რუბრიკა
|
ქულობრივი შეფასების
გზამკვლევი
|
შეფასების/შეფასებების ინსტრუმენტის
მოკლე მონახაზი
პროექტზე მუშაობისას
გამოვიყენებ გამოკითხვას საქართველოს
XII-XIII საუკუნეების ისტორიული
სინამდვილისა და „ვეფრისტყაოსნის“ ისტორიული ფონის თანხვედრაზე.ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების
გაცნობიერების შესამოწმებლად განმსაზღვრელი კითხვების საშუალებით
შევამოწმებ მოსწავლეების საბაზო
ცოდნას და დავეხმარები
მათ ლიტერატურის მოძიებასა და
მის ეფექტურ გამოყენებაში.საბაზო ცოდნის
შესამოწმებლად გამოვიყენებ სქემას:
„ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“. მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო
გეგმა, რომელიც მათ გონებრივი
იერიშის, დაგეგმისა და გეგმის
განხორციელების დროს დაეხმარებათ. საბოლოო
შეფასებისათვის პრეზანტაციების მომზადებისას
მოსწავლეებმა ასევე უნდა გამოიყენონ პროექტის
ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.კლასს დავყოფ
ისტორიკოსებისა და ლიტერატორების ჯგუფად.
სასწავლო თემისათვის
საჭირო რესურსები
ტექნოლოგია-
*ფოტოკამერა
*კომპიუტერი
*ინტერნეტკავშირი
*პრინტერი
*პროექტორი
*ვებმასალები, რომლებიც
ხელს უწყობს თემის
მიზნების მიღწევას.
ბეჭვდითი
მასალები--* შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ .ტექსტის კომენტარებისა
და
ანალიტიკური გზამკვლევის
ავტორი თამაზ ვასაძე. გამომცემლობა
„დიოგენე“ 2011 წელი.
* სახელმძღვანელო -ქართული
ენა და ლიტერატურა
X კლასი. ავტორი
ნ. მუზაშვილი;
* კობა ხარაძე “რატომ
აირჩია რუსთაველმა სამოქმედო
არეალად
აფრიკისა და აზიის ქვეყნები“
* ალექსანდრე ელერდაშვილი
„რა სენსაციური ინფორმაცია
დევს „ვეფხისტყაოსანში".
*მაკა საკურია
„ვეფხისტყაოსნის“ ხუთი ქალაქის სემანტიკა.
A world in which you can bet with your friends
ReplyDeleteThe World Casino | World Casino 토토 사이트 넷마블 | 라이브 스코어 사이트 World Casino in Johannesburg | Casino, JW - World Casino in 맥스 88 Gauteng | 파라오 도메인 Casino, JW. 크레이지슬롯