რეფლექსიები
სასწავლო პროექტი „გაუცხადებელი მისია“. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით ძველი ქართული ლიტერატურის სწავლებისას ყოველთვის ჩნდება კითხვები და ზოგჯერ ტექსტი არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე ჩავწვდეთ ნაწარმოების გმირის მოქმედების მთავარ მიზანს. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ სწავლისას კლასში გაჩნდა კითხვა: გრიგოლისა და მისი მეგობრების ქართლიდან ტაო-კლარჯეთში გამგზავრება საქართველოს პოლიტიკური ცენტრიდან მოშორებით განდეგილური ცხოვრების სურვილით იყო ნაკარნახევი, თუ ეს იყო გარკვეული გეგმის ნაწილი,რომელიც საქართველოს პოლიტიკური ცენტრის არაბებისგან დაპყრობილი ქართლიდან ტა...